გორში, პოლიციამ მე-11 კლასის მოსწავლე იმიტომ დააკავა, რომ მან სამართალდამცავებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგინა.
“სტალინის გამზირზე, ნასვამი ლ.ყ არღვევდა პირბადის ტარების წესებს; მან უარი განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს თვითიდენტიფიცირებაზე” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.
აღნიშნული მიზეზით, პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა სასამართლომ საქმე იმავე დღეს განიხილა და არასრულწლოვანი დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
“საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას საპატრულო პოლიციამ ითხოვა ლ.ყ-ს დამრღვევად ცნობა და განმარტა, რომ იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დაესახელებინა სახელი, გვარი და სხვა მაიდენტიფიცერებელი მონაცემები” , – განმარტავს სასამართლო.
აღნიშნული არგუმენტის მიუხედავად, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სამართალდარღვევა საქმეში ვერ დაინახა, რის გამოც, არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.