ახალი ამბები

კასპის სახელოვნებო სკოლაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა 

კასპის სახელოვნებო სკოლაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეები, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“საშობაო კონცერტს კასპის მუნიციციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. მერმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა – მშვიდობიანი, ჯანმრთელი და წარმატებული წელი უსურვა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უწყების ცნობით, სახელოვნებო სკოლაში 300 – მდე მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება. 2021 წელს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

დატოვეთ კომენტარი