გორის #3 საჯარო სკოლის მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეები “#სიკეთისდღესასწაული”- ის აქციაში ჩაერთვნენ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გამოფენა – გაყიდვა მოაწყეს.
“ჩენი პატარა ხელები”, – ასე დაარქვეს აქტივობას, რომელიც მოზარდებმა დაგეგმეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს, გაყიდული ნივთებისგან შეგროვებულ თანხას კი ქველმოქმედებაში დახარჯავენ.
ორგანიზატორთა განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ორ მიზანს: “არა სიღარიბეს”, “გონივრული წარმოება”.
დატოვეთ კომენტარი