ახალი ამბები

“ფიფქია და 7 ჯუჯა” – საახალწლო პრემიერა ერისთავის თეატრში

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრი ახალი წლის დღეებს სპექტაკლის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” პრემიერ ხვდება.

ალექსანდრე ელოშვილის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის ნახვა მსურველებს 3 – დან 10 – იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.

“საახალწლო განწყობის შესაქმნელად გვეწვიეთ ერისთავის თეატრში. სპექტაკლი არის ორი მოქმედებითა და გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით. ბილეთის ფასი საჩუქრით -15 ლარი, საჩუქრის გარეშე – 7 ლარი”, – წერს თეატრის ადმინისტრაცია.

სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე www.biltebi.ge

დატოვეთ კომენტარი