ახალი ამბები

2022 წლის წარმატებული ქალი სპორტსმენები, რომლებიც გორის მერიამ დააჯილდოვა

გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები გადაეცათ. სპორტსმენები 13 სახეობაში დასახელდნენ, მათ შორის დაჯილდოვდა 9 ქალი სპორტმენი. 

თავისუფალი ჭიდაობა

  • მარინა სატკოევი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მწ. არკადი ხინჩიკაშვლი;
  • ანნა გოდელაშვილი – ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდელთა შორის. მწ. გიორგი გოგშელიძე.

ძიუდო 

  • ეთერ ასკილაშვილი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მწ. მარიამ მახარაშვილი;
  • თაკო გიგოლაევი – საქართველოს ჩემპიონი გოგონათა შორის. მწ. მალხაზ ავაზნელი.

კრივი

  • თამარ ნაზარაშვილი  – საქართველოს ჩემპიონი დიდებს შორის, მწ. ვაჟა ცაციაშვილი;
  • თეკლა არბოლაშვილი – საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდელთა  შორის. მწ. ბადრი ყულუმბეგაშვილი.

კალათბურთი 

  • ნატალი ჩუტკერაშვილი – კალათბურთის 18 წლამდელთა ნაკრების წევრი. ევროპის C დივიზიონის გამარჯვებული, მწ. ვერა შავშიშვილი;

ხელბურთი 

  • ლიზი ედიშერაშვილი – ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. მწ. ლაშა მოციქულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის მწრვთნელი, ვერა შავშიშვილი “საუკეთესო ქალ მწვრთნელად”  დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი