გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
“განცხადება თავად დაწერა სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, გავაგზავნეთ სამინისტროში და ველოდებით დასტურს” , – აცხადებს ტერმაკოზაშვილი.
თავად ქარელმა რადიო “მოზაიკასთან” კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მასთან გაგვერკვია აღნიშნული ინფორმაცია, ვისგანაც გავიგეთ.
ინფორმაციისთვის, ზურაბ ქარელი სოციალურ ქსელში აქტიურობით და სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.
დატოვეთ კომენტარი