ხაშურის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა დავის პოლიციასთან. უწყებამ დაცვის მომსახურებისთვის, 52 800 ლარი გადაიხადა.
“ქალაქ ხაშურში, ტაბიძის ქ.N2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დაცვა და შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება (სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით)”, –ნათქვამია დოკუმენტაციაში.
ხაშურის მერიას აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზეზიც განმარტებული აქვს.
“ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია და სამსახურები. ადმინისტრაციულ შენობაში დაცულია სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია. ინახება ძვირადღირებული მოწყობილობები და ინვენტარი, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ქონება”, – განმარტავს ხაშურის მერია.
ამავე შესყდივიდან ვიგებთ, რომ მერიისა და საკრებულოს დაცვა 4 თანამშრომელს დაევალება, – 3 (სამი) უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეული და 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეული.
ხელშეკრულებით მიხდვით, ხაშურის მერიას დაცვის მომსახურება ერთი წლის განმავლობაში – 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაეწევა.