გორში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარე და 5 პირი დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიამ “მთავარი” გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, 5 პირი ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს.
დაკავებულები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს. სპეცოპერაცია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.
სპეცოპერაციაში მონაწილეობას რუსთაველი და გორელი სამართალდამცავები იღებდნენ.
დატოვეთ კომენტარი