ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცემა, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“საახალწლო ნობათი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და საქართველოს პარლამენტის წევრის, ქარელის და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის – ზაალ დუგლაძის პირადი საქველმოქმედო შემოწირულობით მომზადდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საახალწლო დახმარებას ის 370 ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 25000-ს არ აღემატება.
დატოვეთ კომენტარი