ხაშურის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროექტის განხილვისას, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ირინა გელაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მისი და მისი თანაგუნდელების არც ერთ ინიციატივა არ გაითვალისწინეს.
“სამწუხაროდ, სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ ვერ ვხდედავ აზრს ჩემი ამ სხდომაზე ყოფნის, ჩემს მიერ მიწოდებული ინიციატივა ეხებოდა სახალხო ბიუჯეტირებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობისთვისა და მოქალაქეების ჩართულობისთვის ბიუჯეტის განხორციელების პროცესში. ასევე არ იყო გათვალისწინებული სურამის ქუჩის რეაბილიტაცია, მხოლოდ პროექტს ვითხოვდით. ძალიან სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ვერ ისწავლა თანამშრომლობა”, – განაცხადა ირინა გელაშვილმა.