გორში, კარალეთის სათავე ნაგებობაზე ტუმბო აგრეგატის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერხვების დასახლების დაახლოებით, 1600-მდე აბონენტს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა, – ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა დროულად აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა.წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი