ქარელში საახლწლო ღონისძიებები 29 დეკემბერს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
გთავაზობთ ღონისძიებების ჩამონათვალს:
14:00 – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა;
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;
14:00-18:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
16:00-16:15 – ორკესტრის მსვლელობა;
16:15-16:30 – აზოტის შოუ;
16:30-17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვართან და ზღაპრის გმირებთან ერთად;
17:00-17:15 – ცეცხლოვანი შოუ;
17:15 -18:00 – დუეტი „ლეონი“;
18:00 – 19:00 – გაგა-ფრანი;
19:00 – საზეიმო ფოიერვერკი.