8 ივლისს გორის “დილა” კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სლოვაკეთში, ადგილობრივ ,,ჟილინასთან“ ჩაატარებს.
შეხვედრა თბილისის დროით, 20:45 წუთზე დაიწყება. ცნობილია, რომ აღნიშულ შეხვედრაში მალტელი არბიტრები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი FIFA-ს არბიტრი ფილიპ ფარუგია იქნება, მას ასისტენტობას ალან კამილერი და ედვარდ სპიტერი გაუწევენ.
გუნდი სლოვაკეთში გუშინ ჩაფრინდა და შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი