ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი – ქორმაისტერი ნინო წიკლაური, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართავენ, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
საქველმოქედო კონცერტის სპეციალური სტუმრები ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი იქნებიან. კონცერტი 18 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო,ს კონცეპტArt -ის მხარდაჭერით ხორციელდება.
მსურველებს ბილეთების შეძენეა tkt.ge -ზე შეუძლიათ.