ახალი ამბები

გორის მერის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენამ კითხვა-პასუხის გარეშე ჩაიარა

გორის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად 25 წუთი დასჭირდა. მან საკუთარი ანგარიში დღეს, ძირითადად, საკუთარ თანაგუნდელებს წარუდგინა. 

შეხვედრას მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერის ანგარიშის მოსასმენად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ მისულან.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ძირითადი ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ძირითადი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა და ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიმართულებით იხარჯება. ყველაზე მასშტაბური პროექტები ინფრასტრუქტურული იყო და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება”, – განაცხადა გორის მერმა.

ანგარიშის წარდგენის ბოლოს, გორის მერს დამსწრე აუდიტორიისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიუცია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.