ახალი ამბები

თენგიზ ბურჯანაძის დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად, საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

10 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. ტურნირი თენგიზ ბურჯანაძის დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად იმართება.

ტურნირში მონაწილეობს 2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა 8 გუნდი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

თენგიზ ბურჯანაძისა და გურამ გაბუნიას სახელობის სტადიონებზე ტურნირის ფარგლებში 16 მატჩი გაიმართება. ტურნირის ფინალური შეხვედრა კი, 14 დეკემბერს ბურჯანაძის სტადიონზე ჩატარდება.

,,ამ ტურნირს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფეხბურთის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ შეჯიბრებამ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს“, – ამბობს საფეხბურთო კლუბი „გორის“ ხელმძღვანელი გიორგი ბასილიძე.

შეხვედრა გორის “გორის” და “დინამოს აკადებიის ” თამაშით გაიხსნება.

ინფორმაციისთვის, ტურნირის ორგანიზატორები საფეხბურთო კლუბი ,,გორი“ და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი