გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სოფელში კოტეჯის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურების შესასყიდად უწყებამ 2 ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 225 640 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, მერეთში, კარალეთში, ბერბუკსა და გორში ხის კოტეჯები მოეწყობა.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
დატოვეთ კომენტარი