13 დეკემბერს გორში დასაქმების ფორუმი გამართება. ფორუმში 30 – მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 500-ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ და შეარჩიონ სასურველი.
“ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორუმი გორის უნივერსიტეტში, 13:00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი