ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურისა, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრმა, ახალი წლის ღამეს კონცერტის მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული კონცერტისთვის 40`000 ლარია გათვალისწინებული.
“ღონისძიება ჩატარდება ხაშურში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2022 წლის 31 დეკემბერს და 2023 წლის 1 იანვრის ღამეს. კონცერტი დაიწყება 21:30 საათზე, ხანგრძლივობა არანაკლებ 3 საათი”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ცნობილი ბენდისა და შემსრულებლების ჩაყვანა ხაშურში, მრავალფეროვანი რეპერტუარით. ასევე თოვლის ბაბუის მილოცვა ლექსით ღამის 12:საათზე “მრავალჟამიერის” ფონზე.
დატოვეთ კომენტარი