სოფელ ტახტისძირში დასრულდა სამანქანე ხიდის მოწყობის სამუშაოები, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი ხიდის განთავსებისთვის ამაღლდა ნაპირებზე არსებული ბურჯები.
“ხიდის სავალი ნაწილი მოეწყო ლითონის ფურცლოვანი ფოლადით, ხოლო მოაჯირები ლითონის კუთხოვანებით”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხიდის მოწოყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები შპს -მ “ახალი სამშენებლო” შეასრულა, რისთვისაც ქარელის მერიამ 20 ათას ლარამდე გადაუხადა.
დატოვეთ კომენტარი