ახალი ამბები

ქარელის მერია რელიგიურ ორგანიზაციებს 2023 წელსაც 90 000 ლარით დააფინანსებს

ქარელის საკრებულოს დეპუტატი “ლელოდან” რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას ითხოვდა. კერძოდ, ზურა ლეკიაშვილის მოთხოვნა იყო, რომ ეს თანხა 90 000 ლარიდან 60 000 ლარამდე შემცირებულიყო, თუმცა მერიამ თანხის ცვლილებაზე უარი უთხრა, 

“მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა გამოირჩევა ეკლესია მონასტრების სიმრავლით, რითაც ტურისტებს იზიდავს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის თანხა, რაც 2023 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია ეკლესია-მონასტრების მოვლა პატრონობისთვის, რაც მეტ ხიბლს სძენს ჩვენ მხარეს. ამიტომ თქვენ ამ მოთხოვნას ვერ გავითვალისწინებთ”, – აღნიშნა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერია მოადგილემ. 

შეგახსენებთ, რომ ქარელის მერიამ ამ მუხლში გათვალისწინებული თანხა, მაგალითად 2021 წელს, სრულადრუის-ურბნისი ეპარქიას გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი