ახალი ამბები

გორელი კიკბოქსიორები საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ

გორელი კიკბოქსიორები საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ.

ერევანში K1-ის ფედერაციის ორგანიზებით,  მოსწავლეებში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, შეჯიბრში ქართველი სპორტსმენები ნინო კეჩხუაშვილი (50კგ), ვახტანგ ჭოჭელი (42კგ), და საბა ტერმაკოზაშვილი (57კგ) მონაწილეობდნენ.

მათ შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს და ჩემპიონების ქამრებსაც დაეუფლენ.

ისინი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსინგის მოსწავლეები არიან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი