ახალი ამბები

“კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ორვე მათგანმა” – პროკურატურის განცხადება 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანონის მთელი სიმკაცრით ორივე მათგანმა აგოს პასუხი”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მედიასთან ისაუბრა.

დავით ყარალაშვილის თქმით, ბრალდება , რომელსაც პროკურატურა აყენებს არის უალტერნატივო.

“წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს 15 დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას. ეს არის ის ადეკვატური სასჯელი, რაც უნდა მიიღონ ბრალდებულებმა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანონის მთელი სიმკაცრით ორივე მათგანმა აგოს პასუხი, ამაზე მკაცრი ღონისძიება არ არსებობს, რომ იყოს ალბათ იმას მოვითხოვდით, ეს არის უალტერნატიო მოთხოვნა”, – ამბობს ყარალაშვილი.

ყარალაშვილის თქმით, შემდეგი სხდომები შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხუროს.

“მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე არსებობს ხოლმე მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში. პირველი და უმთავრესი არის დაზარალებულის ჩვენება, სადაც დეტალურად აღწერს  ფაქტს. ასეთი კატეგორიის სასამართლო პროცესები, როგორც წესი იხურება, არ ვიცი მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას იქნება დაიხურება თუ არა სხდომები”, – აღნიშნავს ის.

ინფორმაციისთვის, ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი მამაკაცი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 – დან  20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ.

დატოვეთ კომენტარი