გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი საახალწლოდ 300 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის. უწყებამ ამისთვის ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გაითვალისწინა.
გორის მერია გეგმავს, რომ შეიძინოს სხვადასხვა დასახლების საკვები პროდუქტი:
- შაქარი – ფხვნილი (მშრალი) დაფასოებული არანაკლებ 900 გრ (+/-2%) პაკეტში – ქარხნული შეფუთვით, შეფუთვაზე დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- ზეთი მცენარეული – მცენარეული, უმაღლესი ხარისხის, რაფინირებული, დაფასოებული პოლიეთილენის ბოთლში, 900 გრ (+/-2%) თითოეულ ბოთლზე უნდა იყოს შესაბამისი მარკირება მისი ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- ხორბლის ფქვილი – ხორბლის, უმაღლესი ხარისხის, დაფასოებული არანაკლებ 5 კგ. (+/-2%); შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით, შენახვის პირობების მინიშნებით;
- შოკოლადის კანფეტი – დაფასოებული არანაკლებ 1000 გრამი–იან პაკეტებში (+/-2%). – ქარხნული შეფუთვით, დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- კარამელის კანფეტი – კარამელი (ასორტი) – დაფასოებული 1000 გრამიან პაკეტებში- ქარხნული შეფუთვით, (+/-2%). დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- შესქელებული რძე შაქრით – 8.5%-ის ცხიმიანობით, მოუხარშავი, ქარხნული დაფასოებით (უჟანგავი ლითონის ქილაში) მაგარი შეფუთვით 370 გრამი (+/-2%). შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- წიწიბურა – მშრალი არამსხვრეული ყავისფერი 1000 გრ (+/-2%) – ქარხნული შეფუთვით, შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- მაკარონი – ქარხნული წესით შეფუთული არანაკლებ 500 გრ (+/-2%) გრ. შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით;
- ნაღების კარაქი (არა სპრედი) – ქარხნული წესით შეფუთული 200 გრ(+/-2%). შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი