ერისთავის თეატრი გორში, რეპერტუარში აბრუნებს გიორგი ერისთავის პიესას ” უჩინმაჩინის ქუდი”. დასი პრემიერისთვის ემზადება.
სპექტაკლი რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა.
“ერისთაველები” გვპირდებიან, რომ მე-19 საუკუნის კოლორიტული და ტოლერანტული საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, ნაჩვენები იქნება იმდაგვარად, რომ ის ნაცნობი იქნება თანამედროვე მაყურებლისათვისაც.
ერისთავის “უჩინმაჩინის ქუდი” კომედიის ჟანრის კლასიკაა. სპექტაკლი ერთ მოქმედებად გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი