გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ დასუფთავების აქცია მოაწყო სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, – ინფორმაციას ამის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაიწმინდა ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
“ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და ტროტუარები გაიწმინდა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან, დასუფთავდა სანიაღვრე არხები, გაითიბა ბალახი, გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგვის ურნები.
დატოვეთ კომენტარი