სტატიები

ქარელის მერი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს და სამსახურში თბილისიდან დადის

ქარელის მერია ყოველთვიურად 3 000 ლიტრს საწვავს მოიხმარს. მერიის ბალანსზე 7 ავტომობილი ირიცხება, აქედან ყველა მეტი საწვავი მერის, ზაზა გულიაშილის ავტომობილს ხმარდება, რომელიც სამსახურში ყოველდღე თბილისიდან დადის.

გულიაშვილი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს, რაც საერთო ჯამში, იანვრიდან დღემდე, 8 800 ლიტრს შეადგენს. 

მერიამ ბოლოს საწვავი 11 ნოემბერს შეიძინა და 9 870 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში, 11 თვეში უწყებამ 101 780 ლარის საწვავი იყიდა. 

აღსანიშნავია, რომ ქარელის მერია საწვავს გამარტივებული შესყიდვით, კომპანიისგან “სან პეტრონიუმ ჯორჯია” ყიდულობს. 

ქარელის მერიამ 9 თვეში 96 000 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი იყიდა 

ქარელის მერია საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.