სვამდნენ თუ არა ალკოჰოლს გორის მე-3 საჯარო სკოლის, სპორტის 2 პედაგოგი საგაკვეთილო პროცესის დროს, სამხარაულის ბიურომ უნდა დაადგინოს. აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სკოლის ყოფილი თანამშრომლის, თეა კეჩხუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას ექსპერტიზის პასუხის გარდა, მოსწავლეების გამოკითხვითაც დაადგენენ.
“გამოიკითხებიან მოსწავლეებიც, ველოდებით სამხარაულის დასკვნას, იყვნენ თუ არა მთვრალები ჩემი მასწავლებლები თუ ცილი დასწამა თეა კეჩხუაშვილმა. თუ ასე მოხდა და დადგინდა, რომ ეს იყო ცილისწამება, მოუწევს სამართლებრივად პასუხისგება”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თეა კეჩხუაშვილი სკოლიდან ახლახანს გაათავისუფლეს. მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ სკოლის თანამშრომლები მაგიდის გარშემო ისხდნენ. კეჩხუაშვილის თქმით, სპორტის ორი პედაგოგი და დარაჯთთან ერთად ალკოჰოლს სვამდენენ.