ახალი ამბები

გაზიფიცირების გარეშე ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფელია დარჩენილი

ქარელის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზი არ არის. საუბარია ლუთეთზე, აფნისზე, ელბაქიანთკარზე, ორთუბანსა და გვერძინეთზე. 

“სამომავლოდ რომელი სოფლის გაზიფიცირება მოხდება, მე ინფორმაცია არ მაქვს ამას სათაო ოფისში წყვეტავენ. ჩვენ გამზადებული პროექტი გვეგზავნება და შემდეგ ვახდენთ ამ სოფლების დაქსელვას”, – გვითხრა ქარელის სოკარის ოფისის უფროსმა, გივი ბუზიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის 67 სოფელია გაზიფიცირებული. 

“მიმდინარე პროექტია სოფელი კრობანი, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზის შეყვანის სამუშაოები.”

დატოვეთ კომენტარი