ახალი ამბები

გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა 

გორში, თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა. საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა მისმა შვილმა და შვილიშვილმა გახსნეს, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

“ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები. სტუმრებმა, პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს”,– ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნუგზარ სხირელს 13 ნოემბერს 77 წლის გახდებოდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.