ახალი ამბები

ოსიაურის სკოლის პედაგოგმა ნანი მაკარიძემ დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიიღო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ფიზიკა-ბიოლოგიის პედაგოგმა ნანი მაკარიძე დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს.

“ეს ჩემთვის მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს სკოლის და მოსწავლეების წინაშე. ჩვენთან, სკოლაში ძალიან ბევრი ისეთი მასწავლებელია, ვისაც პედაგოგიური საქმიანობის მეტი სტაჟი აქვს და ამ ჯილდოსაც იმსახურებს. ამიტომ მე ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს და არც მითქვამს ხმამაღლა, რომ ამ ჯილდოს ვატარებ”, – გვითხრა ნანი მაკარიძემ.

მისი თქმით. ამ ჯილდოს მფლობელი სამაგალითო უნდა იყოს სხვებისთვის, რაც თავისთავად მეტ შრომას მოითხოვს. 

მაკარიძე ოსიარუს სკოლაში 2000 წლიდან მუშაობს. მანამდე კი უნივერსიტეტში მუშაობდა. 

“პედაგოგიური საქმიანობა მე-20 საუკუნის 70 წლებში დავიწყე, თბილისში მედიცინის ინსტიტუტში სტუდენტებს ვასწავლიდი. მერე ქვეყანაში ყველაფერი რომ აირია, ერთი წელი მაინც ვიარე თბილისში სტუდენტებთან, მატარებლით ყოველდღე მივდიოდი და მოვდიოდი, მაგრამ შემდეგ ასე ვეღარ გავაგრძელე და ოსიაურის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ბიოლოგიის და ფიზიკის მასწავლებლად”, – გვიყვება მაკარიძე. 

მთლიანობაში, 38 წელია, რაც ნანი მაკარიძე მასწავლებლად მუშაობს. ამ დროისთვის კი ასოცირებული პროფესორი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგია. 

“დღემდე მიხარია სკოლაში რომ მივდივარ და გაბწყინებული ბავშვები მეგებებიან, მესალმებიან, – გამარჯობა ნანი მასწავლებელოო, ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება.”

დატოვეთ კომენტარი