ახალი ამბები

ხაშურის #3 საჯარო სკოლაში 6 შვილის მარტოხელა დედა დაასაქმეს

ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში 6 შვილის დედა დაასაქმეს. დირექტორის ინფორმაციით, თამუნა ხაჩიძე ზედამხედველი იქნება და  სკოლაში წესრიგს უზრუნველყოფს.

მას დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. მუშაობის დაწყება თამუნა ხაჩიძეს სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა.

“ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლაში 6 შვილის მარტოხელა დედა სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა”, – განმარტავს სკოლის ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი