ახალი ამბები

კასპის საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სკვერებში 7 სახეობის მცენარე დარგეს

კასპშის საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სკვერებში 7 სახეობის 240 ძირი ხე მცენარე დარგეს. ინფორმაციას კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში კასპში გამწვანების აქცია უკვე მეორედ ჩატარდა.

“სოფელ ზემო რენესა და კასპის #4 საბავშვო ბაღში, კოდისწყაროს საჯარო სკოლაში, კასპში მიკრორაიონის სკვერში და სოფელ ლამისყანაში დაირგო ხეები. მწვანე გარემო, ეს არის – ჯანმრთელი, სუფთა გარემო. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს”, – წერს ვახტანგ მაისურაძე.

ქალაქის მერის თქმით, პროექტს ახორციელებს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“, ნერგები კი შვედეთის მთავრობამ შეიძინა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები