ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით გორელი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ. წონითი კატეგორიის საუკეთესო ჯუდოკანია.
ბაქოს „გრანდ სლემზე“ მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა მონღოლ ოჩირ ჩოგბათაარს 67 ქულით გადაასწრო და ცხრილის სათავეში მოექცა.
მსოფლიო რეიტინგის სამეული „ძიუდოს საერთაშრისო ფედერაციის“ მიხედვით ასეთია:
- ლაშა შავდათუაშვილი – 6377 ქულა;
- ოჩირ ჩოგბათაარი – 6310 ქულა;
- ჰაიდაროვ ჰიდაიატი – 6070 ქულა
დატოვეთ კომენტარი