ვაგნერ გონსალვეში კარიერას „დინამო“ თბილისის შემადგენლობაში გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ვაგნერ გონსალვეში დინამოელია, ფეხბურთელმა კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მხარეებს შორის კონტრაქტი2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. შემტევი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს2023 წლიდან შეძლებს”, – ნათქვამია „დინამო“ თბილისის განცხადებაში
ვაგნერ გონსალვეში 2022 წელს გორის „დილას“ ღირსებას იცავდა, ბრაზილიელმა კლუბის მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა მოახერხა.
დატოვეთ კომენტარი