ახალი ამბები

ქარელში „დინამო“ თბილისის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

„დინამო“ თბილისი ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით, “დინამო” თბილისის საფეხბურთო სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნება, მათ შორის ქარელშიც. 

„დინამო“ თბილისის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტეთან მემორანდუმი უკვე გაფორმდა. 

თბილისური კლუბის აკადემიის დირექტორის, ლევან გვანცელაძის აზრით, რეგიონებში „დინამოს“ აკადემიების ჩამოყალიბება ქართულ ფეხბურთზე დადებითად აისახება.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საწვრთნელი მეთოდოლოგია უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშესთან მიგვეტანა. ამიტომ შეიქმნა ეს პროექტი, მისი მთავარი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ის საწვრთნელი მეთოდოლოგია, რომელიც წლებია ჩვენს აკადემიაში საუკეთესო შედეგს იძლევა”, – განაცხადა ლევან გვანცელაძემ.

დატოვეთ კომენტარი