ბაქოს „გრანდ სლემი“ 2022 დასრულდა, სადაც ქართველები ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
„გრანდ სლემზე“ ერთი ბრინჯაოს მედალი გორელი ოლიმპიური ჩემპიონის ანგარიშზეა.-73 კილოგრამ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა ესპანელი სალვადორ კასეს როხა დაამარცხა და საქართველოში მედალი წამოიღო.
ლაშას გარდა, ქართველთაგან ბრინჯაოს მედლის მოპოვება ლუკა მაისურაძემ შეძლო – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკით ბაქოს „გრანდ სლემი“ საქართველოს ნაკრებმა მე-17 ადგილზე დაასრულა:
- 1 – აზერბაიჯანი
- 2 – ნიდერლანდები
- 3 – სერბეთი
- 17 – საქართველო
დატოვეთ კომენტარი