გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მასწავლებელს დისციპლინურ გადაცდომას ედავებიან. როგორც “მოზაიკას” აცნობეს, ფიზკულტურის პედაგოგმა მე-4 კლასის მოსწავლეს დაუყვირა და კლასი დაატოვებინა, რის გამოც ბავშვის მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციასთან უჩივლეს.
“ხიდისთავის სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელმა ბავშვს დაუყვირა და ფიზკულტუროს გაკვეთილიდან გამოუშვა. ბავშვმა ტირილი დაიწყო, მშობლებმა უჩივლეს”, – აცნობეს “მოზაიკას”.
სკოლის დირექტორის, მანანა ჯალაბაძის თქმით, მომხდარს დისციპლინური კომისია განიხილავს, ხოლო პედაგოგი კლასს ჩამოაშორეს.
“ყველაფერი მოგვარებულია, სერიოზული არაფერი მომხდარა. ამ კვირაში განიხილავს დისციპლინარული კომისია, მანამდე პედაგოგი ჩამოშორდა კლასს, თუმცა სკოლაში რჩება. ერთი თვეა ასწავლის, ახალბედა მასწავლებელია და ყველას შეიძლება შეგვეშალოს. ყველაფერი მოგვარდება”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.