ახალი ამბები

“პანდემიის შემდეგ, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა იმატა”

“პანდემიის შემდეგ ქრონიკული და ონკოლოგიური დავადებების რიცხვმა იმატა”, – ამის შესახებ ხაშურის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გიგა ცერცვაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან გაახალგაზრდავდა ქრონიკული დავადებების მქონე პირთა რაოდენობა.

“სამწუხაროდ, პანდემიის შემდეგ ქრონიკულმა და ონკოლოგიურმა დავადებებმა იმატა და გაიზარდა მომართვიანობაც. ძალიან გაახალგაზრდავდა ქრონიკული დავადებების მქონე პირთა რაოდენობა. ვგულისხმობ იმ პირთა ასაკს, რომლებმაც მერიას მომართეს დასახმარებლად. ამის გამოა რომ 3 თვის წინ მოგვიწია ამ პროგრამაზე 50 000 ლარის დამატება და ეხლა კიდევ 3 დღის წინ 100 ათასი ლარით გავზარდეთ დაფინანსება მოთხოვნიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიგა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გაწეული დახმარების მთლიან მოცულობაში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ქორონიკული დავადებების მქონე პაციენტების მედიკამენგებით უზრუნველყოფას უკავია. 

“ასევე ჩვენი პროგრამის ფარგლებში 883 ისეთმა ბენეფიციარმა ისარგებლა, რომელთა სამედიცინო მომსახურებას არცერთი სადაზევეო არ აფინანსებს და არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს მათ დაფინანსებას. ჩვენი პროგრამით კი ასეთი ბენეფიციარები 500 000 ლარით დაფინანსდნენ”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები