ახალი ამბები

“ძლიერი სოფელი” –  USAID-ს 5 წლიანი პროგრამა გამყოფ ხაზზთან მდებარე სოფლებში 

გორში  USAID-ს პროგრამა „ძლიერი სოფელი“ წარადგინეს. პროგრამის პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი, მიხეილ შაყულაშვილი  და ის ფერმერები დაესწრნენ, რომლებიც გასული წლების განმავლობაში USAID-ს სხვადასხვა პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით იყვნენ ჩართულები.

5 წლიანი პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯომესებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი თანადგომისთვის. USAID გორის მუნიციპალიტეტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ახალ, ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებები აშშ – ს განვითარების სააგენტოს”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.