ახალი ამბები

“კაბინეტი დამირბია” – მესამე სკოლის დირექტორი თეა კეჩხუაშვილზე

“კაბინეტი დამირბია, პატრული გამოვიძახე”, – უთხრა გორის მესამე სკოლის დირექტორმა “მოზაიკას”.

ვახო სუხიტაშვილის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თეა კეჩხუაშვილმა სკოლიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო.

“მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. კაბინეტში შემომივარდა, დაარბია ყველაფერი და ახლა პატრულს ველოდები”, – განაცხადა სუხიტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი სკოლიდან დისციპლინარული კომისიის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. დისციპლინალური კომისია მას და მის კოლეგას, დავით ახალბედაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სწავლობდა.

კეჩხუაშვილი კომისიის დასკვნას არ ეთანხმება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.