ახალი ამბები

გორში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის დროს დაშავებული ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

მათ მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში უტარდებათ. 

“გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი იქნა ორი პაციენტი. 35 წლის ქალი და 8 წლის მოზარდი. პაციენტებს აღენიშნებათ ზედაპირული დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოზარდის შემთხვევაში იგეგმება სპეციალიზირებულ კლინიკაში მისი გადაყვანა, სადაც გაუგრძელდება სპეციალური კვლევები და მკურნალობა”, – განაცხადა იგორ გეორგიანმა, გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსმა.

ინფორმაციისთვის, კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა. 

დატოვეთ კომენტარი