გორის I, IV, V, VI, X, XIII, XV, XVII, შავშვების I, ვარიანის I ბაღებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მიზედაზ სააგენტო ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.
“ახალი რეგულაციების მიხედვით სკოლამდელი აზღზდის დაწესებულებებიდან განხორციელდა საქვაბე დანადგარების დემონტაჟი და მათი გარე სივრცეებში გატანა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის დამონტაჟება საზაფხულო არდადეგების შემდეგ დაიწყო.
“სამარცხვინოაა. სანამ დაიწყებოდა სააღმზრდელო პროცესი, იქამდე რას აკეთებდით?! ეხლა მოგინდათ გაკეთება. ბარემ მორჩეს სწავლა და შემდგომ ჩართეთ. ბავშვების ჯამთველობაზე ვინ ფიქრობს, ასე ხშირად რომ ცივდებიან იმ მიზეზით, რომ გათბობა არააა და სცივათ. ნახევარი ბავშვები არ დადიან იმის გამო, რო ბაღში ცივდებიან, გრცხვენოდეთ”, – წერს სოფო ბერძენიშვილი
“უკაცრავად მაგრამ ჩვენ ბაღში ქვაბები არც ყოფილა დამონტაჟებული! რომელ მოხსნაზე და ახლიდან გაკეთებაზე საუბრობთ?! გრცხვენოდეთ! ჩვეულებრივი უნამუსოები ხართ ყველა”, – წერს კიდევ ერთი მშობელი.
გორს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, საბავშვო ბაღებს ალტერნატიულ გათბობის სისტემას სთავაზობს.
“ამ ეტაპზე, ტექნიკურ სამუშაოებს გაზის მომწოდებელი კომპანია ახორციელებს, ამიტომ ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, 15 ნოემბრიდან, აღდგება. აღნიშნულ ბაღებს გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, რითიც ცენტრალური გათბობის სისტემის მოწესრიგებამდე ისარგებლებენ”, – განმარტავენ სააგენტოში.