გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ რაზმაძე დაინიშნა. “მოზაიკას” ეს ინფორმაციას გორის მერიამაც დაუდასტურა.
რაზმაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გორის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
ინფორმაციისთვის, მერიის შიდა აუდიტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თამარ ზურაბაშვილმა მუშაობა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში გააგრძელა.
დატოვეთ კომენტარი