ახალი ამბები

ხაშურელი მოჭიდავეები რესპუბლიკური ტურნირიდან 11 მედლით დაბრუნდნენ

ხაშურელი მოჭიდავეები მევლუდ ჩხაიძის რესპუბლიკური ტურნირიდან 11 მედლით დაბრუნდნენ.

ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მცხეთაში გაიმართა, სადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს. მათი მწვრთნელის, გიორგი კვინიკაძის ინფორმაციით, მათ 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპვეს. 

ოქროს მედალოსნები:

  • 85 კგ. – გუჯა ლომიძე;
  • 41 კგ. – ლევან ნოზაძე;
  • 29 კგ. – გიორგი გოგალაძე.

ვერცხლის მედალი:

  • 41 კგ. – ნიკოლოზი ტალახაძე;
  • 32 კგ – გიორგი ლომიძე;
  • 32 კგ. – ჭიღლაძე იოანე;
  • 32 კგ. – ნიკა ნოზაძე.

ბრინჯაოს მედლები:

  • 35 კგ. – ბასიშვილი თორნიკე;
  • 60 კგ. – ნოზაძე ლუკა;
  • 65 კგ. – თედეშვილი გიორგი;
  • 60 კგ. – კაპანაძე გიორგი.

აღნიშნული ტურნირი 2008-2010 და 2011-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ჩატარდა.

დატოვეთ კომენტარი