გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ვიტალი თაყაძის სახელი მიენიჭა.
ქუჩისთვის სახელის მინიჭება თანასოფლელებმა ითხოვეს, რის შემდეგაც ინიციტივა გორის საკრებულოში სოფლის დეპუტატმა, გიორგი შიოშვილმა დააყენა.
“ვიტალი თაყაძის სახელობის ქუჩაზე განთავსებული სახლები უკვე დანომრილია, დიდება მის ხსოვნას”, – წერს შიოშვილი
ინფორმაციისთვის, ვიტალის 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ჭურვის ანასხლეტი კეფაში მოხვდა და დაიღუპა. საომარი მოქმედებების გამო, მის დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ვიტალი თაყაძე ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დატოვეთ კომენტარი