ქარელის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებმა, ყაზბეგში გამართულ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირზე, ხუთი მედალი მოიპოვეს.
ინფორმაციას ქარელის თავისუფალი ჭიდაობის სპორტ-სკოლა ავრცელებს. სკოლის განმარტებით სპორტსმენები 2008 წელს არიან დაბადებულები.
“ქარელის თავისუფალი ჭიდაობის სპორტ სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს ყაზბეგში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში.მათ ხუთი მედალი და გუნდური მეორე ადგილი აიღეს”, – წერს სკოლა.
პირველი ადგილი დაიკავეს:
- ანდრია გორგაძე(26კგ);
- გიორგი კასრაძე(29კგ).
- ლაშა დურგლიშვილი(32კგ)
მესამე ადგილი დაიკავეს:
- როიშან მამედოვი(52კგ);
- საბა ტყემალაძე(52კგ).
დატოვეთ კომენტარი