გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ნაგავშემკრები მანქანის შესაძენად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გაითვალისწინა.
უწყებას სურს შეიძინოს მანქანა, რომელიც შემდეგ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- ავტომობილის გამოშვების წელი – არანაკლებ 2011 წელი;
- ავტომობილის ტიპი: სატვირთო (კომუნალური – ნაგვის შემკრები მანქანა-ჰიდრავლიკური
წნეხით- უკანა ჩატვირთვით); - ადგილების რაოდენობა : არანაკლებ 3;
- ძრავის ტიპი: დიზელი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მანაქანის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი