გორში, სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედი” ძვალ-სახსროვანი დაავადებების კვლევით დეპარტამენტს ხსნის. 29 ოქტომბერს, დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით, ცენტრი უფასო სამედიცინო შემოწმებაზე იწვევს 4-15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
სამედიცინო შემოწმება მოიცავს:
- პედიატრის კონსულტაცია;
- ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაცია;
- ანტროპომეტრია;
- გონიომეტრია;
- სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის შემოწმება;
- რეაბილიტოლოგის კონსულტაცია;
სამედიცინო შემოწმება დაიწყება 11:00 საათიდან. მისამართი: ქ. გორი, თამარ მეფის 76, სასტუმრო “ვიქტორია”. მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 599 930 088.
დატოვეთ კომენტარი