ახალი ამბები

ვაკანსიები ხაშურის მერიაში – სამსახურის და განყოფილების უფროსებს დახურული კონკურსით შეარჩევენ

ხაშურის მერიაში სამი ვაკანსიაა. როგორც უწყების მიერ hr.gov.ge-ზე განთავსებული განცხადებებიდან ვიგებთ, ამ დროისთვის ვაკანტურია:

  • ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა;
  • ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა;
  • საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა. 

უწყება სამივე პოზიციაზე კადრის შერჩევას დახურული კონკურსის გზით აპირებს. 

განცხადებაში მითითებულია განყოფილების და სამსახურის უფროსობის ხელფასებიც:

  • განყოფილების უფროსი – 1320 ლარი;
  • სამსახურის ხელმძღვანელი – 1650 ლარი.

ამ პოზიციების დაკავების მსურველებს, განცხადების წარდგენა 20 ოქტომბრამდე შეუძლიათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.